ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას პრეზენტაცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 27 წლის ფორვარდის განცხადებით, ბედნიერია დაბრუნებით და გუნდის დასახმარებად ყველაფერს გააკეთებს.
„ეს ჩემი ცხოვრების შანსია. ისევ აქ ყოფნა, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა. დღეს უფრო დიდი ვარ, როგორც პიროვნებდა და როგორც ფეხბურთელი. საჭირო დროს საჭირო ადგილას ვარ, უფრო მეტი გამოცდილებით დავბრუნდი, ვიდრე მანამდე მქონდა.
ანდრეა პირლოსთან ერთად ისევ მუშაობა შესანიშნავია. ის არის მწვრთნელი, რომელიც „იუვენტუსს“ სჭირდება. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორი ვარჯიშის შემდეგ იმან, თუ როგორ ხელმძღვანელობს გუნდს.
რონალდუ? მას კარგად ვიცნობ როგორც პიროვნებას და როგორც ფეხბურთელი, ყველამ კარგად ვიცით. მასთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ბედნიერია, რომ „იუვენტუსში“ გადმოვედი.
გასულ სეზონში სერია A-ს ბევრი მატჩი ვნახე, აქ თამაში ყოველწლიურად უფრო და უფრო რთულია. „იუვენტუსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგა, რომელთანაც ბოლო წლებში ძალიან ახლოს იყო. ამ სეზონში თუ მოვიგებთ, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები.
თანაგუნდელები მიცნობენ, ბევრ მათგანთან უკვე ვთამაშობდი და მათ იციან, ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებაში რომ დავეხმარო. ყველაფერს გავიღებ ამ გუნდისთვის, რა თქმა უნდა მინდა ბევრი გოლის გატანა, მაგრამ ყველაზე მთავარი გამარჯვებაა, ეს კოლექტიური სპორტია. „იუვენტუსმა“ ჩემზე ფსონი დადო, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ჩემმ მეხსიერებაში ბევრი კარგი მოგონებაა, განსაკუთრებით ჩემი მეუღლისა და მოგებული ტიტულების გამო. ტურინიდან წასვლა ჩემზე არ იყო დამოკიდებული.
მადრიდში ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი აქ ყოფნაა, წლების განმავლობაში ყველასთან კონტაქტი მქონდა, ახლა გვაქვს ახალი გამოწვევები, რომ გამოწვევებს ერთად შევეჭიდოთ“, – თქვა მორატამ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსში“ 1-წლიანი იჯარით ითამაშებს. ესპანელს 2014-2016 წლებში ტურინული გუნდის მაისურით 93 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
«É l’opportunità della mia vita». Le parole di @AlvaroMorata all’inizio di questa nuova avventura in bianconero ⚫️⚪ https://t.co/66sjiAUWFv
️#MoreMorata pic.twitter.com/aTaDBmbdLY— JuventusFC (@juventusfc) September 25, 2020