ტურინის „იუვენტუსი“ ფლანგის შემტევის დამატებას გეგმავს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდს დუგლას კოშტა დატოვებს.
ბრაზილიელს „მანჩესტერი“ და „ვულვზი“ ეპატიჟება და ცდილობს მის გაყიდვას, ხოლო შემცვლელად ფედერიკო კიეზას მიიჩნევენ. „ფიორენტინა“ იტალიელ შემტევში 60-70 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა გასათვილისწინებელია, რომ მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება და ხელშეკრულების განახლებაზე უარს ამბობს. ამიტომ, არაა გამორიცხული „იებმა“ ფასს გადახედონ დააკლონ.
თავის მხრივ, „იუვენტუსი“ ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს და ამ ეტაპზე სტეფან ელ შაარავისა და უსმან დემბელეს გვარები დასახელდა. სხვათა შორის, დუგლას კოშტასა და დემბელეს შესაძლო ბარტერზე იტალიური მედია აქამდეც წერდა.