ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ განაცხადა, რომ ახლა ვარჯიშებიდან უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე გასულ სეზონში, როდესაც გუნდს მაურიციო სარი წვრთნიდა.
„ახალი მწვრთნელი გვყავს, ახალი პერსონალი, ახალი იდეები მოიტანეს და ამ ყველაფრით ძალიან ვართ დაკავებულები. ვფიქრობ, რომ გასულ წელზე მეტი სიამოვნებაა, ვარჯიშები რთულია, მაგრამ სასიამოვნოც. ყველაფერი კარგად დავიწყეთ, მაგრამ კიდევ უნდა მოვუმატოთ.
ამ გუნდში ბევრი შესანიშნავი მოთამაშეა, ყველას შეგვიძლია ვითამაშოთ გამთამაშებლად და გუნდს დავეხმაროთ მიზნების მიღწევაში. ბედნიერი ვარ, რომ ერთად შეგვიძლია თამაში და შეტევაში ძალიან მაღალი დონის ხარისხია.
კონკურენტი? „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია, ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიმატეს და სკუდეტოს ერთ-ერთი პრეტედენტია, ისევე როგორც „ნაპოლი“, რომელიც ძალიან ძლიერია. „მილანმა“ გასული სეზონი კარგად დაასრულა და ახალიც ასე დაიწყო. სერია A ძალიან ძლიერი და მძიმე ჩემპიონატია“, – თქვა რემზიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში 27 სექტემბერს, სტუმრად „რომას“დაუპირისპირდება.