„იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ არშემდგარი თამაშის შემდეგ კარანტინი დაარღვიეს და თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში გაემგზავრნენ. მათ შორის არიან კრიშტიანუ რონალდუ, პაულო დიბალა, ხუან კუადრადო, როდრიგო ბენტანკური, დანილო, მერიჰ დემირალი და ჯიჯი ბუფონი.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ყველაზე მეტად კრიშტიანუ რონალდუ გაბრაზდა, როდესაც გაიგო, რომ J Hotel-ს ვერ დატოვებდა, სანამ ჯანდაცვის უწყებებისგან შესაბამის ნებართვას ვერ მიიღებდა. წყაროს ინფორმაციით, რონალდუმ ხმას კლუბის ხელმძღვანელების მიმართ თანაგუნდელების თანდასწრებით აუწია და შემდეგ ნებართვის გარეშე სახლში წავიდა, ხოლო მეორე დღეს პორტუგალიაში სანაკრებო შეკრებზე გაფრინდა.
კარანტინი მას შემდეგ იყო საჭირო, რაც „იუვეში“ პერსონალის ორ წვერს კორონავირუსი აღმოაჩნდა. რონალდუს ტესტის პირველი პასუხი უარყოფითი იყო და მეორე პასუხამდე ლოდინი მან ზედმეტად მიიჩნია და ამიტომაც გაბრაზდა.
შეგახსენებთ, რომ ახლა სანაკრებო პაუზაა და კრიშტიანუც პორტუგალიის ნაკრებში იმყოფება.