ფედერიკო კიეზას ძმა ლორენცო, „ფიორენტინას“ ფანებისგან ბულინგის ობიექტი გახდა, რისი მიზეზიც კიეზას „იუვეში“ ტრანსფერია.
16 წლის ლორენცოს, რომელიც „ფიორენტინას“ აკადემიაში თამაშობს, ინსტაგრამში შეურაცხმყოფელი კომენტარები მრავლად დაუწერეს და მათგან რამდენიმეს გთავაზობთ:
„გაიხადე ეს მაისური“
„ვწყევლი მამაშენს და შენს ძმას“
„წადი ფლორენციიდან, ფლორენციაში ნაგავი არ გვჭირდება“
“კარგი იქნება შენც თუ წახვალ, კიდევ ერთი კიეზა გუნდში არ გვინდა“
„უმჯობესია შენც გაჰყვე „რუბენტუსში“
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ 5 ოქტომბერს გადავიდა და ტურინულ გრანდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.