მთავარი / სიახლეები / მონტერო: “პირლოს ზიდანის ქარიზმა აქვს”

მონტერო: “პირლოს ზიდანის ქარიზმა აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო მონტერომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და ის ზინედინ ზიდანს შეადარა. გარდა ამისა. აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთვის ლუის სუარესი იდეალური მეწყვილე იქნება.

„როგორც გულშემატკივარი, ამას არ ველოდი, მაგრამ ანდრეა შთამბეჭდავი ინტელექტის მქონე ადამიანია. გამიმართლა,რომ მას ვიცნობ და ის ჩუმი, მაგრამ შესანიშნავი ადამიანია. დიდი ქარიზმა აქვს. შედარების გაკეთება, რომ მომიწიოს, ვფიქრობ, ზიდანთან ახლოს დგას. ისინი არიან ადამიანები, რომელთაც ბევრი ლაპარაკი არ სჭირდებათ.

მე „იუვეს“ მწვრთნელად? ეს ოცნებაა, მაგრამ რეალისტი ადამიანი ვარ. დღეს ამაზე არ ვფიქრობ, არც ერთ ან ოთხ წელიწადში. ეს შეიძლება არც არასდროს მოხდეს, მაგრამ ბენდიერი ვარ, რომ იტალიაში მწვრთნელობა შევძელი. ახლა ცემი განვითარება უნდა გავაგრძელო, იმედია, „სამბენედეტეზესთან“ ერთად კარგი სეზონი მექნება.

ტრანსფერები? სუარესი და კავანი, ორივე უმაღლესი დონის ფორვარდია, ორი მონსტრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რონალდუს სჭირდება თავდამსხმელი, რომელიც ცენტრში ადგილს გაუთავისუფლებს, როგორიც არის სუარესი. ის იდეალურია ზონების გასახსნელად. შემთხვევითი არაა, რომ რონალდუს საუკეთესო წლები ბენზემასთან ერთად იყო, რომელიც მისთვის თამაშობდა. კავანი შესანიშნავი თავდამსხმელია, მაგრამ ის უფრო თავისუფლად მოძრაობს“, – თქვა მონტერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …