ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მანუელ რუი კოშტამ ანდრეა პირლოს, კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას შესახებ ვრცლად ისაუბრა. რუი კოშტას აზრით, რონალდუ პირლოს ხელმძღვანელობით ისე ითამაშებს, როგორც ამას ზინედინ ზიდანთან ახერხებდა.
„პირლო გატუზოს წინააღმდეგ? პირველ რიგში ვწუხვარ, რომ ისინი „მილანში“ არ არიან და „როსონერის“ მეტოქეები არიან. ამას გარდა, სასიამოვნოა, რომ ისინი დიდ გუნდებს ხელმძღვანელობენ. მათ შემთხვევაში, ეს ბევრად მეტია, ვიდრე დაპირიაპირება, რადგან მეგობრები, ნამდვილი ძმები არიან. პირლო და გატუზო ახლა იმას გასახარიებენ, რაც ფეხბურთელობისას იყვნენ.
პირლოს ფეხბურთი ყოველთვის იყო შემტევი მენტალიტეტის, მაგრამ ყოველთვის გაწონასწორებული. ანდრეა ბურთის გენიოსია და თუ მოახერხებს თავისი იდეების ფეხბურთელებამდე გადაცემას, საოცარი სამწვრთნელო კარიერა ექნება.
პირლოს რჩევა არ სჭირდება, ანდრეა ჩემპიონი იყო და იცის, როგორ ფიქრობენ დიდი ფეხბურთელები, უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგად იცის რა სჭირდება თავდამსხმელებს მოედანზე გაუმჯობესებისთვის. პირლოსა და კრიშტიანუს მსგავსი ჩემპიონები პრობლემებს არ ქმნიან, პირიქით წყვეტენ. ფეხბურთის გენიოსები არიან. დარწმუნებული ვარ, რონალდუ იპოვის თავს თავს და ისევე ითამაშებს პირლოს ხელში, როგორც ზიდანთან. სიურპრიზი იქნება, როდესაც რონალდუ გოლების გატანას და ასე თამაშს შეწყვეტს. 300 წლის შემდეგ კვლავ ვისაუბრებთ რონალდუზე, ის უნიკალურია. შეინარჩუნა ერთი დონე სხვადახვა კლუბში, ლიგაში, ნაკრებში, ძალიან ბედნიერი მეჩვენება, რადგან თუ ასე არაა, გოლებს ვერ გაიტანა, თუნდაც ისეთ გოლს, როგორიც რომში გაიტანა. ეჭვი არ მეპარება, რომ რონალდუ 40 წლამდე ითამაშებს.
მორატა? ალვარო მოედანზე ბევრს მოძრაობს და ეს ნამდვილად დაეხმარება კრიშტიანუს. მერწმუნეთ, ყველა ოცნებობს, რომ წყვილში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ითამაშოს, თუნდაც მხოლოდ სივრცეების გასახსნელად. მორატა უკვე თამაშობდა რონალდუსთან ერთად „რეალში“ და თუ სწორად მახსოვს, მაშინ 20 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდი იყო.
კიეზა? თუ „ფიორენტინა“ უნდა დატოვოს, კარგი იქნებოდა, რომ „მილანში“ გადასულიყო. „ფიორენტინა“, „მილანი“ და „ბენფიკა“ ჩემი გულის გუნდებია“, – თქვა რუი კოშტამ.