ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე ტრავმა მიიღო. ამის შესახებ ლუზიტანელთა ვებგვერდი იტყობინება.
რონალდუს მარჯვენა ფეხის თითზე ინფექცია აქვს და ამის გამო ბოლო ვარჯიში გამოტოვა. ჯერჯერობით ტრავმის ხარისხი უცნობია.
ამ ეტაპზე ისიც არაა ცნობილი ითამაშებს თუ რა კრიშტიანუ 5 სექტემბერს, ხოვარტიასთან მატჩში. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონის სასტარტო თამაშს „იუვე“ 20 სექტემბერს გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.