მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ (გვერდი 13)

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

რონალდუ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ „იუვეს“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. რონალდუს კვირას, „სპეციას“ წინააღმდეგ თამაშიც შეუძლია. კრიშტიანუ 13 ოქტომბრიდან იყო თვითიზოლაციაში და ამის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა. სავარაუდოა, რონალდუ „სპეციასთან“ განაცხადში დანამდვილებით მოხვდება, ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ კი რამდენად არის, ამას უახლოესი ორი დღე გამოაჩენს.

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონას” ირონიულ პოსტს “იუვენტუსმა” უპასუხა

„ბარსელონას“ ტვიტერის გვერდზე კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსის“ შესახებ ირონიული პოსტი გამოაქვეყნეს. „გვიხარია, რომ თქვენს მოედანზე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ნახეთ,“ – ამ ტექსტს ლიონელ მესის ფოტო ახლავს და „იუვენტუსის“ ტვიტერის გვერდთან გაზიარებულია. „იუვემ“ ესპანური გუნდის ამ პოსტს პასუხი გასცა: „ალბათ არასწორი ლექსიკონი გამოიყენეთ. ნამდვილ GOAT-ს „კამპ ნოუზე“ ჩამოგიყვანთ“, – უპასუხა …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “კორონავირუსის ტესტი სისულელეა”

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსის პისიარ ტესტს სისულელე უწოდა. პორტუგალიელი გულდაწყვეტილია, რომ “ბარსელონასა” და ლიონელ მესის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “კარგად ვარ და ჯანმრთელი ვარ. ფორცა იუვე! PCR ტესტი სისულელეა”, – წერს კრიშტიანუ ინსტაგრამში. რონალდუს ბოლო ტესტის პასუხი გუშინ ისევ დადებითი აღმოჩნდა და “ბარსელონასთან” დღეს მისი თამაში საბოლოოდ გამოირიცხა. ფეხბურთელი …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს კორონავირუსი ისევ აქვს და “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს

“იუვენტუსის” თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს „ბარსელონასთან“ თამაში საბოლოოდ გამოირიცხა. პორტუგალიელს ამის შანსი შერჩენილი ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსის მორიგი ტესტირების პასუხი კვლავ დადებითი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ვერ შეუერთდება. რონალდუმ უკვე 15 დღეა დაინფიცირებულია, ვირუსის დამარცხება ჯერჯერობით ვერ მოახერხა და იზოლაციაში ყოფნას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი დღეს თბილისის …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს კორონავირუსი ისევ აქვს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი ისევ აქვს. ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი ჯერ გუნდს ვერ დაუბრუნდება. თუმცა, ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, რომ ის „ბარსელონასთან“ ვერ ითამაშებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, თუ მატჩამდე 24 საათით ადრე რონალდუს ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, მას თამაშის უფლება ექნება. იგივე ეხება …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “ტყუილია, პროტოკოლი არ დამირღვევია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სპორტის მინისტრს უპასუხა, რომელმაც ის პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა, როდესაც ტურინში ინფიცირებული დაბრუნდა. „კარგად და ასიმპტომური ვარ, წუხელ კარგად მეძინა. მადლობა შეტყობინებებისთვის, იმედი მაქვს, მალე ვარჯიშს დავუბრუნდები. ტყუილია, რომ თითქოს პროტოკოლი დავარღვიე. იუვენტუსის და პორტუგალიის ნაკრებთან შეთანხმებით, ყველაფერი პროცედურის დაცვით გავაკეთეთ. იტალიელი კაცი, რომელსაც არ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ კარანტინს ტურინში გაივლის, “ბარსელონასთან” თამაში ისევ საეჭვოა

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიიდან იტალიაში პირადი თვითმფრინავით დაბრუნდება და კარანტინს ტურინში გაივლის. 35 წლის ფეხბურთელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, მაგრამ უსიმპტომოდ და თავს კარგად გრძნობს. ის პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშს გუშინ აივნიდან უყურებდა და ლუზიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ისიც თქვა, რომ მასშვედეთთან თამაში უნდოდა. რონალდუ „იუვენტუსს“  „კროტონესთან“ და „ვერონასთან“ სერია A-ს მატჩებში, …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “რონალდუ კარგადაა და მზეზე ირუჯება”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი კორონავირუსით კრიშტიანუ რონალდუს დაინფიცირებას ხუმრობით გამოეხმაურა და თქვა, რომ პორტუგალიელი კარგადაა და მზეზე ირუჯება. „შეთხვევების ესკალაცია არ გვაკვირვებს, წინ უნდა ვიაროთ. ფეხბურთელებმა ვიცით, რომ საშიშროების წინაშე ვართ და ამისთვის მზად ვართ. წინ უნდა წავიდეთ, რადგან ფეხბურთი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეკონომიკურად დიდი მნიშვნელობა აქვს. გავიგე, …

სრულად წაკითხვა »

რომელი მატჩები გაუცდება რონალდუს?

კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი აქვს და იზოლაციაში იმყოფება. 35 წლის ფორვარდი პორტუგალიაშია, მას ვირუსი ნაკრებში ყოფნის დროს აღმოაჩნდა. როგორც წესი, კარანტინი მინიმუმ 2 კვირა გრძელდება, იქამდე, სანამ ადამიანი ბოლომდე არ განიკურნება. უკვე ცნობილია, რომ რონალდუს „კროტონესთან“ 17 ოქტომბერს და კიევის „დინამოსთან“ 20 ოქტომბერს მატჩები გაუცდება. დანარჩენს მომდევნო დღეები გამოაჩენს. თუმცა, თუ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს კორონავირუსი აქვს, “ბარსელონასთან” მისი თამაში თითქმის გამოირიცხა

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი აქვს. მისი ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა და პორტუგალიის ნაკრების შეკრება დატოვა. რონალდუ ნაკრებს შვედეთთან მატჩში ვერ დაეხმარება. ის უკვე იზოლირებულია. პორტუგალიელი “იუვენტუსსაც” დააკლდება უახლოეს მატჩებში, “კროტონესთან”, კიევის “დინამოსთან” და შესაძლოა ვერც “ბარსელონასთან” ითამაშოს, რომელიც ზუსტად ორ კვირაში გაიმართება.   Cristiano Ronaldo will need to …

სრულად წაკითხვა »