ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი კორონავირუსით კრიშტიანუ რონალდუს დაინფიცირებას ხუმრობით გამოეხმაურა და თქვა, რომ პორტუგალიელი კარგადაა და მზეზე ირუჯება.
„შეთხვევების ესკალაცია არ გვაკვირვებს, წინ უნდა ვიაროთ. ფეხბურთელებმა ვიცით, რომ საშიშროების წინაშე ვართ და ამისთვის მზად ვართ. წინ უნდა წავიდეთ, რადგან ფეხბურთი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეკონომიკურად დიდი მნიშვნელობა აქვს.
გავიგე, რომ რონალდუ ძალიან კარგაა, მზეზე ირუჯება. NBA-ს მსგავსის გაკეთება ფეხბურთში ძალიან რთული იქნება, რადგან ჩვენ ხან სახლში ვთამაშობთ და ხან გასვლაზე.
რთულ თვეებს გავივლით, ეს ვიცით, ნამდვილი გამარჯვება იქნება სეზონის დასრულება, ბოლომდე გასვლა მნიშვნელოვანი იქნება“, – თქვა კიელინიმ.