“იუვენტუსის” თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს „ბარსელონასთან“ თამაში საბოლოოდ გამოირიცხა. პორტუგალიელს ამის შანსი შერჩენილი ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსის მორიგი ტესტირების პასუხი კვლავ დადებითი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ვერ შეუერთდება.
რონალდუმ უკვე 15 დღეა დაინფიცირებულია, ვირუსის დამარცხება ჯერჯერობით ვერ მოახერხა და იზოლაციაში ყოფნას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.