„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვე“ ძალიან ძლიერი გუნდია და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს.
„იუვე“ შესანიშნავი გუდია, გამოცდილი ფეხბურთელებით. იციან როგორ გააკონტროლონ თამაში. დიბალა შესანიშნავი ფეხბურთელია, ისევე როგორც მორატა, მაგრამ ნახევარდაცვაშიც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. მაღალი დონის მატჩი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი შედეგის მიღწევა იმ ფეხბურთის თამაშით, რომელიც მოგვწონს, ბალანსი უნდა გვქონდეს შეტევასა და დაცვას შორის.
ანდრეა პირლო ძალიან ძლიერი ნახევარმცველი იყო და წარმოუდგენელად თამაშობდა. როგორც მწვრთნელი, მას ჯერ ვერ შევაფასებ, მაგრამ თუ „იუვემ“ აირჩია, ამის მიზეზიც შესაბამისი იქნებოდა. ორივე ახალი მისულები ვართ დიდ გუნდებში და მას საუკეთესოს ვუსურვებ“, – თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.