ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსის პისიარ ტესტს სისულელე უწოდა. პორტუგალიელი გულდაწყვეტილია, რომ “ბარსელონასა” და ლიონელ მესის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
“კარგად ვარ და ჯანმრთელი ვარ. ფორცა იუვე! PCR ტესტი სისულელეა”, – წერს კრიშტიანუ ინსტაგრამში.
რონალდუს ბოლო ტესტის პასუხი გუშინ ისევ დადებითი აღმოჩნდა და “ბარსელონასთან” დღეს მისი თამაში საბოლოოდ გამოირიცხა. ფეხბურთელი იზოლაციაში უკვე 15 დღეა იმყოფება.