მთავარი / სიახლეები / რონალდუ კარანტინს ტურინში გაივლის, “ბარსელონასთან” თამაში ისევ საეჭვოა

რონალდუ კარანტინს ტურინში გაივლის, “ბარსელონასთან” თამაში ისევ საეჭვოა

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიიდან იტალიაში პირადი თვითმფრინავით დაბრუნდება და კარანტინს ტურინში გაივლის.

35 წლის ფეხბურთელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, მაგრამ უსიმპტომოდ და თავს კარგად გრძნობს. ის პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშს გუშინ აივნიდან უყურებდა და ლუზიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ისიც თქვა, რომ მასშვედეთთან თამაში უნდოდა.

რონალდუ „იუვენტუსს“  „კროტონესთან“ და „ვერონასთან“ სერია A-ს მატჩებში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კიევის „დინამოსთან“ დააკლდება.

„ბარსელონასთან“ ზუსტად ორ კვირაში გასამართ დაპირისპირებაში კი მონაწილეობა კითვის ნიშნის ქვეშაა. უეფას პროტოკოლის თანახმად, რონალდუს „ბარსას“ წინააღმდეგ თამაშის უფლება იმ შემთხვევაში ექნება თუ 21 ოქტომბრამდე უარყოფით ტესტს ჩააბარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …