ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი ისევ აქვს. ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი ჯერ გუნდს ვერ დაუბრუნდება.
თუმცა, ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, რომ ის „ბარსელონასთან“ ვერ ითამაშებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, თუ მატჩამდე 24 საათით ადრე რონალდუს ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, მას თამაშის უფლება ექნება. იგივე ეხება კვირას, „ვერონასთან“ მატჩსაც.
ამრიგად, რონალდუ ელოდება მორიგი ტესტირების შედეგებს და ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა.