მთავარი / სიახლეები / კულუშევსკი პირლოზე, დიბალასთან კონკურენციაზე და სხვა თემებზე…

კულუშევსკი პირლოზე, დიბალასთან კონკურენციაზე და სხვა თემებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, ანდრეა პირლოზე, სათამაშო პოზიციაზე, კორონავირუსზე და პაულო დიბალასთან კონკურენციაზე.

„პირლო ჩვენთვის ფუნდამენტურია. აქ, „იუვენტუსში“, რომელიც დიდებული გუნდია, არ თამაშობ ასაკის გამო, არამედ იმის გამო, რასაც ვარჯიშებზე აჩვენებ. პირლო ამ თვალსაზრისით შესანიშნავი მწვრთნელია, რადგან თავდაჯერებულობას გმატებს და იცი, რომ თუ კარგად ივარჯიშებ და დაიმსახურებ, მოედანზე გასვლა შეგეძლება.

მწვრთნელი და პერსონალი ძალიან მეხმარებიან, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ისინი ყოველთვის პასუხობენ ჩემს ყველა კითხვას და მეხმარებიან. როდესაც არ ვაკეთებ იმას, რასაც მთხოვენ, ამის შესახებ მაშინვე მეუბნებიან, რომ იგივე აღარ გავიმეორო.

სეზონის დასაწყისია, ჯერჯერობით არ მაქვს ერთი კონკრეტული პოზიცია.სადაც პირლო მაყენებს, მეც იქ ვთამაშობ, ის განმარტავს ყველაფერს, რაც ჩემგან სურს. დელ პიეროს ქუსლით გოლი „დორტმუნდთან“ და კიევში ჩემი დარტყმა? დელ პიეროს მომენტი არ მინახავს, დაბადებულიც არ ვიყავი. ახლოს ვიყავი ასეთ გოლთან, სასიამოვნო იქნება, ერთ დღეს თუ გავიტან.

კორონავირუსი? ყველასთვის რთული მომენტია. დაახლოებით ერთი თვეა სახლში არ ვყოფილვარ. მაგრამ წინ უნდა წავიდეთ, ასე უფრო კარგად ვეცნობი მწვრთნელს და თანაგუნდელებს. ეს პოზიტიურია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე სახლში წასვლსაც შევძლებ, რადგან ეს დიდ ენერგიას მომცემს.

დიბალასთან კონკურენცია? აქ ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელია და კონკურენცია ყველასთვის უკეთესია. ყოველდღიური შრომამიწევს ჩემი ადგილის მოსაპოვებლად. ყოველთვის თამაში შეუძლებელია, მაგრამ როდესაც გუნდს დავჭირდები, მაქსიმალურად მზად უნდა ვიყო“, – თქვა კულუშევსკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …