მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” “ვერონასთან” ძველი მაისურის რიმეიქით ითამაშებს

“იუვე” “ვერონასთან” ძველი მაისურის რიმეიქით ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსი“ „ვერონასთან“ ტრადიციული შავ-თეთრი ფორმით არ ითამაშებს. ანდრეა პირლოს გუნდი მოედანზე 2015-2016 წლების სეზონის საგარეო ფორმის რიმეიქით გავა.

ამ სეზონის მეოთხე მაისური ფარელ უილიამსის მიერ შეიქმნა Adidas-ის მიერ წამოწყებული კამპანიის Human Race-ს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს სხვა კლუბებს, როგორებიცაა მაგალითად, „ბაიერნი“ და „არსენალი“.

„ხელით მოხატული“ მაისური ფლომასტერის სტილით ხაისათდება. ერთი მატჩით „იუვენტუსი“ ძველ ლოგოსაც დაიბრუნებს, რომლითაც ბოლოს 2017 წელს ითამაშა.

ახალი, მაგრამ დროებითი მაისურები სოციალურ ქსელში პაულო დიბალამ, ალვარო მორატამ, ლეონარდო ბონუჩიმ და ჯორჯო კიელინიმ წარადგინეს.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …