ტურინის „იუვენტუსში“ კორონავირუსის ტესტირება ჩატარდა, რომელმაც ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხები აჩვენა და გუნდმა კარანტინი დაასრულა.
„იუვეს“ ფეხბურთელებს ბაზისა და იქვე მდებარე სასტუმროს დატოვების უფლება და გარეშე პირების ნახვის უფლება არ ჰქონდა. თუმცა, ახლა კარანტინი დასრულებულია, რომელშიც 61 ადამიანი მონაწილეობდა.
ჯერჯერობით კორონავირუსი ისევ აქვთ ვესტონ მაკკენისა და კრიშტიანუ რონალდუს. შესაბამისად, ისინი იზოლაციაში რჩებიან.