მთავარი / სიახლეები / მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, შესაძლოა ფეხბურთში დარჩეს, მაგრამ მწვრთნელად აღარ იმუშავებს.

„სამწვრთნელო კარიერა საბოლოოდ დავასრულე. შეიძლება გაზაფხულიდან ახალ როლში ვიმუშავო, მაგრამ მწვრთნელად არა“, – უთხრა იტალიურ მედიას ლიპიმ.

მარჩელოს „იუვენტუსიც“ დაემშვიდობა, სადაც მან ოქროს წლები გაატარა.

„ვამაყობთ, რომ ფანტასტიკური კარიერის შესანიშნავი გვერდები ჩვენთან დაწერე და დარწმუნებულნი ვართ, რომ წარმატებული იქნები ახალ როლშიც“, – წერს „იუვეს“ ვებგვერდი.

მარჩელო ლიპი „იუვენტუსში“ 1994-1999 და 2001-2004 წლებში მუშაობდა. მან ტურინში 5 სკუდეტო, 4 იტალიის სუპერთასი, თითო იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონინენტთაშორისო თასი მოიგო, ხოლო გარდა ამისა, სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო. 2006 წელს მარჩელო ლიპი იტალიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მარჩელომ კარიერის ბოლო წლები აზიაში გაატარა, სადაც აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. ის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა კონტინენტზე მოიგო.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …