კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი აქვს და იზოლაციაში იმყოფება. 35 წლის ფორვარდი პორტუგალიაშია, მას ვირუსი ნაკრებში ყოფნის დროს აღმოაჩნდა.
როგორც წესი, კარანტინი მინიმუმ 2 კვირა გრძელდება, იქამდე, სანამ ადამიანი ბოლომდე არ განიკურნება.
უკვე ცნობილია, რომ რონალდუს „კროტონესთან“ 17 ოქტომბერს და კიევის „დინამოსთან“ 20 ოქტომბერს მატჩები გაუცდება. დანარჩენს მომდევნო დღეები გამოაჩენს.
თუმცა, თუ კორონავირუსის ხასიათს გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ კრიშტიანუ „ვერონასთან“ და რაც მთავარია, 28 ოქტომბერს, კატალონიის „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს. მანამდე სულ რაღაც 15 დღე, ანუ 2 კვირაა დარჩენილი.
ჯერჯერობით ისიც არ არის ცნობილი როდის და რა გზით მოხერხებდა რონალდუს იტალიაში დაბრუნება.