ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი აქვს. მისი ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა და პორტუგალიის ნაკრების შეკრება დატოვა.
რონალდუ ნაკრებს შვედეთთან მატჩში ვერ დაეხმარება. ის უკვე იზოლირებულია. პორტუგალიელი “იუვენტუსსაც” დააკლდება უახლოეს მატჩებში, “კროტონესთან”, კიევის “დინამოსთან” და შესაძლოა ვერც “ბარსელონასთან” ითამაშოს, რომელიც ზუსტად ორ კვირაში გაიმართება.
Cristiano Ronaldo will need to isolate after a positive COVID-19 test.
Italy’s new quarantine rules require at least a 10-day isolation period.
Juventus play Barcelona in 15 days ⏳ pic.twitter.com/aLYqfXl2IO
— B/R Football (@brfootball) October 13, 2020