პაულო დიბალას პრობლემები არ სრულდება. არგენტინელ ფეხბურთელს ნაკრების შეკრებაზე სიცხე ჰქონდა. მას ორჯერ ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და პასუხები ორჯერვე უარყოფითი გამოდგა.
პაულოსდაახლოებით 4 დღე კუჭ-ნაწლავი აწუხებდა, ახლა სიცხეც დაემატა, ის ლიონელმესის პირადი თვითმფირნავით გაფრინდა ლა პასში, სადაც არგენტინა ბოლივიას შეხვდება და თვითონ ვერ ითამაშებს.
მატჩის დასრულების შემდეგ პაულო იტალიაში დაბრუნდება. ახლა, როცა კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი აქვს და უცნობია როდემდე იუქმებს, დიბალას დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, „კროტონესთან“ მისი თამაში თითქმის გამორიცხულია.
ცნობისთვის, პაულოს კორონავირუსი მატრში ჰქონდა და დაავადებას 42 დღე ებრძოდა. მან ბოლოს 7 აგვისტოს ითამაშა, როცა „ლიონთან“ მატჩის მე-13 წუთზე ტრავმა მიიღო.