მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “ტყუილია, პროტოკოლი არ დამირღვევია”

რონალდუ: “ტყუილია, პროტოკოლი არ დამირღვევია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სპორტის მინისტრს უპასუხა, რომელმაც ის პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა, როდესაც ტურინში ინფიცირებული დაბრუნდა.

„კარგად და ასიმპტომური ვარ, წუხელ კარგად მეძინა. მადლობა შეტყობინებებისთვის, იმედი მაქვს, მალე ვარჯიშს დავუბრუნდები.

ტყუილია, რომ თითქოს პროტოკოლი დავარღვიე. იუვენტუსის და პორტუგალიის ნაკრებთან შეთანხმებით, ყველაფერი პროცედურის დაცვით გავაკეთეთ. იტალიელი კაცი, რომელსაც არ დავასახელებ, ამბობს, რომ წესებს არ ვიცავდი, მაგრამ ეს ტყუილია. არავისთან ურთიერთობა არ მქონია, არც ტურინში. ჩემი ოჯახი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს და შესაბამისად, კონტაქტი არ გვქონია“, – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი პორტუგალიის ნაკრებში დაუდასტურდა და ტურინში პირადი თვითმფრინავით დაბრუნდა. ამჟამად ის კარანტინში იმყოფება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …