ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მათ შორის, მაურიციო სარიზე, ანდრეა პირლოზე და კრიშტიანუ რონალდუზე.
„გასული სეზონი? ორი წაგებული ფინალის გამო (იტალიის თასი და სუპერთასი) ტკივილს ახლაც განვიცდით და ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის გამო. სარი? ძალიან კარგად მახსენდება, როგორც ადამიანი. კულტურული, განსხვავებული ინტერესებით ფეხბურთის მიღმა. ბედნიერი ვარ, რომ მან ჩვენთან სკუდეტო მოიგო. გავიხსენებთ, როგორც ჩვენს ერთ-ერთ გამარჯვებულ მწვრთნელს. თუმცა, გასახდელში საჭიროა ალქიმია, რომელიც მასთან ერთად არ შექმნილა.
ფაბიო პარატიჩის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება, ისევე როგორც კერუბინის. ორივენი და პაველი ჩემი სრული ნდობით სარგებლობენ. ისინი „იუვენტუსში“ ბედნიერები არიან, ერთად ვხვდებით სპორტულ გამოწვევებს. კერუბინი სპორტულ კომპანიას მართავს, პარატიჩი პირველ გუნდზე და სპორტულ ზონაზეა პასუხისმგებელი.
მაქვს შეგრძნება, რომ პირლოს გუნდში ყოფნის პირველ კვირეებში მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება ჩვენს წაგებებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ბოროტისმსურველნი იმედგაცრუებულები დარჩებიან. საჭიროა ინვესტირება ტალანტებში მოვახდინოთ, მაგრამ კონკურენტუნარიანები უნდა დავრჩეთ იტალიასა და ევროპაში, ამას ვერ უგულებელვყოფთ.
„ნაპოლის“ ტექნიკური წაგება? ჩვენ ამასთან არაფერი გვაკავშირებს. ეს არის ამბავი, რომელიც ეხება „ნაპოლის“ და სამართლიანობის სხვადასხვა ხარისხს.
რონალდუ? სპადაფორას არ ვეთანხმები, მას არ დაურღვევია პროტოკოლი, თავის ნაკრებში წავიდა, რადგან ეს ყველასთვის დიდი პატივია. რაც შეეხება კარანტინს, ფეხბურთელებს არჩევანის გაკეთება თავისუფლად შეეძლოთ. ჩვენ პროტოკოლი არ დაგვირღვევია“, – თქვა ანიელიმ.