ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში სტუმრად „კროტონეს“ დაუპირისპირდება. „იუვეს“ კრიშტიანუ რონალდუ და ვესტონ მაკკენი კორონავირუსის გამო დააკლდება. ამის გარეშეც, ანდრეა პირლო როგორც ჩანს, შემადგენლობის გადახალისებას აპირებს.
იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსის“ სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:
ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დემირალი; კუადრადო, არტური, ბენტანკური, ფრაბოტა; კიეზა, მორატა, კულუსევსკი
შეგახსენებთ, რომ „კროტონე“ – „იუვენტუსის“ მატჩი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.