პორტუგალიის ნაკრებმა შვედეთი კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:0 დაამარცხა. ერთმანეთის წინააღმდეგ „იუვენტუსში“ თანაგუნდელებმა, რონალდუმ და დეიან კულუსევსკიმ ითამაშეს, რომელიც ტურინულ გრანდს ახლახან შეუერთდა.
თამაშის შემდეგ კრიშტიანუმ 20 წლის თანაგუნდელი შვედურ ტელევიზიასთან შეაქო:
„მასში დიდ პოტენციალს და ნიჭს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, დეიანი ყველაფერს გააკეთებს და „იუვეში“ დიდი საქმეების გაკეთებაში დაგვეხმარება. ნამდვილად ვისიამოვნე მისი თამაშის ყურებით, აქამდე კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ დღეს ვუყურე და და შესანიშნავი მოთამაშე დავინახე. იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ თამაშს და ბევრ გოლს გავიტანთ“, – თქვა პორტუგალიელმა.
შვედმა შემტევმა თანაგუნდელი უპასუხოდ არ დატოვა და კომენტარი გააკეთა:
„მისი მეორე გოლი პირველზე უკეთესი იყო. როდესაც ხედავ, როგორ თამაშობს, შთაბეჭიდლებას ახდენს, ეს მართლაც წარმოუდგენელია. კრიშტიანუ ყველა მატჩში ამტკიცებს, რომ საუკეთესოა. გამიმართლა, რომ მასთან ერთად „იუვეში“ ვითამაშებ“, – აღნიშნა კულუსევსკიმ.