ტურინის „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ლუის სუარესის ტრანსფერზე მუშაობენ. Sport-ის ცნობით, ამ ორ კლუბს შორის კარგი ურთიერთობაა და დიდი ალბათობით, მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
„იუვე“ და სუარესი მორიგებულნი არიან, ამასთან, „ბარსელონა“ და სუარესიც ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდეს და ურუგვაელმა კომპენსაცია მიიღოს.
მოგეხსენებათ, „იუვენტუსი“ ფორვარდის დამატებას გეგმავს და ამ ეტაპზე ლუის სუარესი ყველაზე რეალური კანდიდატია, რომელიც რონალდ კუმანის გეგმებში არ ჯდება.