კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მოირჩინა და შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ დიდებული მატჩიც ჩაატარა. მისი დუბლით პორტუგალიამ სკანდინავიელები 2:0 დაამარცხა.
“იუვეს” ფორვარდმა ორივე ულამაზესი გოლი გაიტანა. ჯერ საჯარიმო დარტყმით, მერე საჯარიმოს გარედან. აღსანიშნავია, რომ მას ეროვნულ ნაკრებში უკვე 101 გოლი აქვს გატანილი და სანაკრებო დონეზე რეკორდამდე რვა გოლი აშორებს (ირანელი ალი დაეი 109 გოლი).