მთავარი / სიახლეები / დიბალამ და “იუვემ” შეთანხმებას მიაღწიეს

დიბალამ და “იუვემ” შეთანხმებას მიაღწიეს

პაულო დიბალამ და „იუვენტუსმა“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, დიბალა სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც გარანტირებული ბონუსები დაემატება და მისი ხელფასი 10 მილიონ ევროს გაუტოლდება (შეიძლება უფრო მეტსაც, გააჩნია, როგორ ითამაშებს).

დიბალა „იუვესთან“ ხელშეკრულებას 3 წლით გაახანგრძლივებს და ტურინში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ პაულო „იუვემ“ 2015 წელს „პალერმოდან“ შეიძინა და 228 მატჩში 95 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …