მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ (გვერდი 16)

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

რონალდუ: “წინ ჩემი მესამე სკუდეტოსკენ!”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სკუდეტოს მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბედნიერია. „ბედნიერი ვარ, რომ „იუვენტუსის“ ცხრა სკუდეტოდან ბოლო ორი მოვიგე! ზოგი იფიქრებს, რომ ეს ადვილი იყო, მაგრამ ასე არ ყოფილა! წლიდან წლამდე ნიჭი, ერთგულება და მძიმე შრომა გაღწევინებს მიზნებს და გხდის უკეთეს, ვიდრე იყავი. წინ …

სრულად წაკითხვა »

პელემ “იუვეს” სკუდეტოს მოგება მიულოცა

ბრაზილიელი პელე „იუვენტუსის“ გაჩემპიონებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. მის თანამემამულეებს მიულოცა და კრიშტიანუ რონალდუ გამოარჩია. „რონალდუ თანამედროვე ათლეტია, რომელიც ყველას უჩვენებს, რომ წარმატება მუდამ მასთან მიდის, ვისაც საქმე უყვარს და მისი ერთგულია. ვულოცავ დანილოს, დუგლას კოშტას და ალექს სანდროს, გილოცავთ, „იუვენტუსი“, – წერს პელე. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი ზედიზედ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს რეკორდები “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ლაციოსთან“ (2:1) შესრულებული დუბლით რამდენიმე მიღწევა დააფიქსირა. თავიდანვე გეტყვით, რომ პორტუგალიელი სერია A-ს ბომბარდირთა დავაში ჩირო იმმობილეს გაუთანაბრა (ორივეს 30 გოლი). სეზონის ფინიშამდე კი 4 ტურია დარჩენილი. თუ რონალდუ იმმობილეს გაასწრებს და დარჩენილ მატჩებში 5 გოლსაც გაიტანს, ოქროს ბუცსაც მოიგებს, რადგან ამჟამინდელ ლიდერ რობერტ ლევანდოვსკის …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “რეკორდები მნიშვნელოვანია, გუნდის გამარჯვება – მთავარი”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ლაციოსთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი გუნდის თამაშით და გამარჯვებით კმაყოფილი იყო. „ძალიან რთული მატჩი იყო გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ სეზონს ატარებს. სახლში გამარჯვების შესანიშნავი შანსი გვქონდა და ეს მოვახერხეთ, შესაბამისად, ძალიან ბედნიერები ვართ. რეკორდები მნიშვნელოვანია, მე ყოველთვის მზად ვარ რეკორდების დასამყარებლად, მაგრამ უფრო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “იუვენტუსში” რჩება

ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებას კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სეზონის შემდეგ არ აპირებს. Tuttosport-ი წერს, რომ პორტუგალიელი იტალიაში დარჩება და მიზნებიც დასახული აქვს. კლუბთან ერთად ტიტულების მოგება და ამასთან რეკორდების დამყარება. მაგალითად, რონალდუს წეს სურს, რომ „ოქროს ბუცი“ მოიგოს და ამისთვის რობერტ ლევანდოვსკიზე მეტი გოლის გატანა სჭირდება. პოლონელმა სეზონი 34 გოლით დაასრულა, ხოლო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “გუნდურად ვუმატებთ და მთავარი ესაა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ტორინოსთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა გოლიც გაიტანა, ჯარიმით. „ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ მოგება დავიმსახურეთ და კარგად ვითამაშეთ. ჩვენი მიზანი კონკრეტულია, შეგვიძლია „ლაციოზე“ ზეწოლა განვახორციელოთ. ჩემი გოლი? ველოდებოდი ჯარიმიდან გატანას, რადგან რწმენა დამიბრუნა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და გოლის ავტორები მთავარი …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ რონალდუს ორი მიღწევა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ტორინოს“ ჯარიმა გაუტანა, პირველად იტალიურ კარიერაში. ეს იყო მიმდინარე სეზონში სერია A-ს ეგიდით 25-ე გოლი. რონალდუ ომარ სივორის (1960-1961 წლების სეზონი) შემდეგ „იუვეს“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში 25 გოლი გაიტანა. და, ზოგადად პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში, პრემიერლიგასა და ლა ლიგაში შეძლო …

სრულად წაკითხვა »

რივალდო: “იუვეში” მესი-რონალდუს დუეტი სპონსორებს ძალიან მოეწონებათ, ეს ისტორიული იქნება”

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელი რივალდო არ გამორიცხავს, რომ ლიონელ მესი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. „ბორბას“ აზრით, ამაზე აგენტები ოცნებობენ და ბევრი სპონსორიც თანახმა იქნება. რივალდო იმაშიც დარწმუნებულია, რომ „იუვეს“ ფინანსური რესურსის ამოღება მარკეტინგის წყალობით მოკლე დროში არ გაუჭირდება. „მგონია, რომ აგენტები ოცნებობენ „იუვენტუსში“ მესი-რონალდუს დუეტზე. თუ ეს მოხდება, Boom-ი იქნებოდა და „იუვეც“ …

სრულად წაკითხვა »

105 კმ/სთ სიჩქარით – რონალდუს გასროლა “ჯენოასთან”

კრიშტიანუ რონალდუმ „ჯენოას“ კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, უძლიერესი დარტყმით. როგორც გაირკვა, ბურთი დარტყმის მომენტში 105 კმ/სთ სიჩქარით გაფრინდა. ეს კი, პორტუგალიელის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. თავის დროზე „რეალსა“ და „მანჩესტერში“ მისი შედეგი უფრო მაღალიც ყოფილა – 120 კმ/სთ სიჩქარე. შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა, რონალდუმ კი სერია A-ში 24-ე …

სრულად წაკითხვა »