ბრაზილიელი პელე „იუვენტუსის“ გაჩემპიონებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. მის თანამემამულეებს მიულოცა და კრიშტიანუ რონალდუ გამოარჩია.
„რონალდუ თანამედროვე ათლეტია, რომელიც ყველას უჩვენებს, რომ წარმატება მუდამ მასთან მიდის, ვისაც საქმე უყვარს და მისი ერთგულია. ვულოცავ დანილოს, დუგლას კოშტას და ალექს სანდროს, გილოცავთ, „იუვენტუსი“, – წერს პელე.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი ზედიზედ მეცხრედ გახდა.