ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ტორინოს“ ჯარიმა გაუტანა, პირველად იტალიურ კარიერაში.
ეს იყო მიმდინარე სეზონში სერია A-ს ეგიდით 25-ე გოლი. რონალდუ ომარ სივორის (1960-1961 წლების სეზონი) შემდეგ „იუვეს“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში 25 გოლი გაიტანა.
და, ზოგადად პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში, პრემიერლიგასა და ლა ლიგაში შეძლო სეზონში მინიმუმ 25 გოლის გატანა.