ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ლაციოსთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი გუნდის თამაშით და გამარჯვებით კმაყოფილი იყო.
„ძალიან რთული მატჩი იყო გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ სეზონს ატარებს. სახლში გამარჯვების შესანიშნავი შანსი გვქონდა და ეს მოვახერხეთ, შესაბამისად, ძალიან ბედნიერები ვართ.
რეკორდები მნიშვნელოვანია, მე ყოველთვის მზად ვარ რეკორდების დასამყარებლად, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. იგუაინის რეკორდი (სერია A-ს ერთ სეზონში 36 გოლი – რედ)? ყველაფერი ბუნებრივად ხდება, მე არ გოლების რეკორდებზე, მაგრამ ვფიქრობ გუნდის გამარჯვებაზე.
ჩემპიონობა? ყოველთვის განვითარება უნდა ვცადოთ, სერია A კონკურენტუნარიანი ტურნირია, ორი თამაში კიდევ უნდა მოვიგოთ, „ლაციოსთან“ მნიშვნელოვანი თამაში იყო და გუნდმა კარგად ითამაშა“, – თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „ინტერს“ 8 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს კი ხუთშაბათს „უდინეზესთან“ ჩაატარებს.