მთავარი / სიახლეები / სერია A / მაურიციო სარის კომენტარი მატჩის შემდეგ

მაურიციო სარის კომენტარი მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ რომის „ლაციოსთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, სკუდეტო მართლაც ახლოსაა, მაგრამ ამისთვის 4 ქულის მოპოვება კიდევ საჭიროა.

„სკუდეტო? 4 ქულა გვაკლია, შემდეგ ვისაუბრებთ, რომ მიზანი მიღწეულია. თითოეული ქულის მოპოვება რთულია, ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე თუ რა გვაკლია.

კრიშტიანუ რონალდუ, როდესაც რეკორდებთან ახლოსაა, შთამბეჭდავი ფეხბურთელი ხდება, მას აქვს არაჩვეულებრივი უნარი თამაშებს შორის ენერგია აღიდგინოს, უფრო მენტალური, ვიდრე ფიზიკური. ნამდვილი ჩემპიონი, როგორც სხეულით, ისე გონებით.  მე „იუვეში“ მომდევნო სეზონშიც? რა თქმა უნდა, კონტრაქტი მაქვს.

წელს ჩვენს კარში 12 პენალტი ავიკიდეთ, ეს დიდი რიცხვია, უფრო მეტი პენალტია, ვიდრე წინა სეზონებში. ჩემპიონთა ლიგა? უცნაური იქნება, როგორც ამ ჩემპიონატის ფინიშია უცნაური. იქნებიან გუნდები, რომლებმაც უკვე დაასრულეს სეზონი, ეს იყო შესვენება, რომელმაც ბევრი ნერვული ენერგია წაიღო. არ იყო დამამშვიდებელი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ „ლიონზე“, რათა „რვათა ფინალში“ გავიდეთ, რაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მანამდე ჩემპიონატი სწორი გზით უნდა დავასრულოთ.

სკუდეტოსთან ახლოს ვარ? ვიწყებ შეხებას… მე სხვა საქმის კეთება შევწყვიტე, რადგან დავიღალე, მქონდა კიდევ ერთი გატაცება, ფეხბურთი, მაგრამ არ მქონდა მიზანი, რომ ევროპული ფეხბურთის მწვერვალებზე ვყოფილიყავი. ძალიან გამიმართლა, რომ სწორ დროს საჭირო ადგილებში მოვხვდი.

რონალდუ იგუაინის რეკორდს დაამხობს? არაპროგნოზირებადია. ვნახოთ რამდენად შეძლებს ამის გაკეთებას და მოუწევს თუ არა დასვენება დარჩენილ მატჩებში. შეტევაში რამდენიმე პრობლემა გვაქვს, გუშინ დიბალას ზურგის მცირე პრობლემა ჰქონდა, იგუაინმა მცირე ტრავმა მატჩის გახურებისას მიიღო, პაულოს თამაში კი სარისკო იყო. რის საფუძველზე ვირჩევ ძირითადში დიბალას ან იგუაინს? ზოგჯერ მეტოქიდან გამომდინარე, ხშირად იმას ვაქცევ ყურადღებას, ვინ უკეთესია ფიზიკურად და მენტალურად“, – განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „ინტერს“ 8 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს კი ხუთშაბათს „უდინეზესთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …