მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუს რეკორდები “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ

რონალდუს რეკორდები “ლაციოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ლაციოსთან“ (2:1) შესრულებული დუბლით რამდენიმე მიღწევა დააფიქსირა.

თავიდანვე გეტყვით, რომ პორტუგალიელი სერია A-ს ბომბარდირთა დავაში ჩირო იმმობილეს გაუთანაბრა (ორივეს 30 გოლი). სეზონის ფინიშამდე კი 4 ტურია დარჩენილი. თუ რონალდუ იმმობილეს გაასწრებს და დარჩენილ მატჩებში 5 გოლსაც გაიტანს, ოქროს ბუცსაც მოიგებს, რადგან ამჟამინდელ ლიდერ რობერტ ლევანდოვსკის 4 გოლით ჩამორჩება (პოლონელმა ბუნდესლიგაში 34 გოლი გაიტანა).

რაც შეეხება მიღწევებს:

რონალდუ „იუვენტუსის“ მესამე ფეხბურთელია ფელიჩე ბორელისა (31 გოლი) ჯონ ჰანსენის (30 გოლი) შემდეგ, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში მინიმუმ 30 გოლი გაიტანა. ბორელმა ეს 1934, ხოლო ჰანსენმა 1952 წელს შეძლო…

კრიშტიანუმ სერია A-ში ჩატარებულ 61 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა. 50 გოლი იტალიის ჩემპიონატში 1994 წლიდან მოყოლებული ასე სწრაფად არავის გაუტანია. აქამდე რეკორდი ანდრეი შევჩენკოს ეკუთვნოდა (50 გოლი 68 მატჩში).

და რაც ყველაზე მთავარია, კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და სერია A-ში მინიმუმ 50 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …