ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებას კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სეზონის შემდეგ არ აპირებს. Tuttosport-ი წერს, რომ პორტუგალიელი იტალიაში დარჩება და მიზნებიც დასახული აქვს.
კლუბთან ერთად ტიტულების მოგება და ამასთან რეკორდების დამყარება. მაგალითად, რონალდუს წეს სურს, რომ „ოქროს ბუცი“ მოიგოს და ამისთვის რობერტ ლევანდოვსკიზე მეტი გოლის გატანა სჭირდება. პოლონელმა სეზონი 34 გოლით დაასრულა, ხოლო რონალდუს 28 გოლი აქვს გატანილი და სერია A-ს ბოლომდე კიდევ 6 მატჩია.
ყველა ტურნირზე რონალდუმ უკვე 32 გოლი გაიტანა და „იუვენტუსის“ ფეხბურთელს ერთ სეზონში ამაზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ გაუტანია (35 გოლი). ასე, რომ კრიშტიანუს 4 გოლი აშორებს ამ რეკორდამდეც.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.