მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ატალანტას” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ატალანტას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 32-ე ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით ქულა გადაარჩინა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს და სტატისტიკას ამ მატჩიდან.

37– „იუვენტუსს“ საკუთარ მოედანზე ბოლო 37 თამაში არ წაუგია და მხოლოდ „ლივერპულს“ აქვს უკეთესი სერია ტოპ ჩემპიონატებში (58).

23 – „იუვენტუსი“ „ატალანტას“ 23 საშინაო მატჩი დაუმარცხებელია (18 მოგება, 5 ფრე). ბოლო წაგება 1989 წლით თარიღდება.

35 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში „ატალანტას“ გოლი ზედიზედ 35-ე მატჩში გაუტანა. ეს ყველაზე გრძელი სერიაა ერთი კონკრეტული გუნდის წინააღმდეგ.

18 – კრიშტიანუ რონალდუმ მხოლოდ 2020 წელს 18 გოლი გაიტანა, სამით მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ფეხბურთელმა ტოპ ჩემპიონატეში. „ალიანც სთედიუმზე“ ბოლო ექვსი გოლიდან ყველა სტანდარტული ვითარებიდან გაიტანა (პენალტი ან ჯარიმა).

2 – კრიშტიანუმ სერია A-ში მეორედ შეასრულა დუბლი პენალტებით. პირველად ეს თებერვალში „ფიორენტინასთან“ მოხდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …