ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ გაუმართლა, რადგან სერია A-ში მისი კონკურენტები ძალიან ცუდ ფორმაში არიან.
„იუვეს“ ძალიან გაუმართლა, რადგან მისი კონკურენტების საქმეები ცუდად წავიდა, „ლაციოს“ და „ინტერის“. ერთადერთი „ატალანტა“ იმყოფება ფორმაში. „იუვენტუსი“ თამაშობს ფეხბურთს, რომელიც ვარსკვლავების თვისებებზეა დამოკიდებული.
„იუვეს“ „ლიონთანაც“ აქვს უპირატესობა. მეეჭვება ფრანგულმა გუნდმა ოფიციალური თამაშის გარეშე 100% აჩვენოს და ფორმაში დაბრუნება მოახერხოს. ეს დიდი პლიუსი იქნება, მაგრამ ამ „იუვენტუსს“ დაცვაში სერიოზული ჩავარდნები მატჩების მონაკვეთებში აქვს. ძალიან ფრთხილად მოუწევს თამაში, რადგან იქ 0:1 წააგო. თუმცა, მჯერა, რომ ტურინელები ამ ბარიერს გაივლიან“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგზე „ლიონს“ 7 აგვისტოს ტურინში უმაყურებლოდ დაუხვდება.