მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ (გვერდი 18)

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

ემრე ჯანმა რონალდუს გამარჯვებულის მენტალიტეტზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს. გერმანელმა ხაზი პორტუგალიელის გამარჯვებულის მენტალიტეტს გაუსვა. „ვნახე, როგორ ცხოვრობს მისი გამარჯვებული მენტალიტეტი. ვარჯიშზეც წაგებული მატჩის შემდეგაც კი ძალიან ცუდ ხასიათზეა. და, პირიქით, თუ იმარჯვებს, აღნიშნავს. რონალდუ ნამდვილი ლიდერია“, – თქვა ემრემ. შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი „იუვენტუსში“ 2018-2020 წლებში თამაშობდა.

სრულად წაკითხვა »

რონალდუ კონტინასაზე დაბრუნდა

კრიშტიანუ რონალდუ კონტინასას ბაზაზე გამოჩნდა. პორტუგალიელს 14-დღიანი კარანტინი დასრულდა და შესაბამისად, ვარჯიშის დაწყება შეუძლია. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ რონალდუ ივარჯიშებს და სეზონის განახლებისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, რომ რონალდუ პორტუგალიიდან ტურინში 4 მაისს დაბრუნდა.

სრულად წაკითხვა »

რონალდუ სამშაბათს ვარჯიშს დაიწყებს

კრიშტიანუ რონალდუს კარანტინი სრულდება და სამშაბათს ვარჯიშს კონტინასას ბაზაზე მოახერხებს. პორტუგალიელი კარანტინში 4 მაისიდან იმყოფება და შესაბამისად, ორკვირიანი პერიოდი სრულდება. რონალდუს შემდეგ ვარჯიშის დაწყება დე ლიხტს, შჩესნის, ხედირას, მატუიდის და ბოლოს, პარასკევს, ბრაზილიელებს, დუგლას კოშტას, ალექს სანდროსა და დანილოს შეეძლებათ. შესაბამისად, მაურიციო სარის განკარგულებაში პრაქტიკულად მთელი გუნდი იქნება, გარდა რაბიოსა …

სრულად წაკითხვა »

ფელიპე მელო: “თუ “იუვედან” დამიკავშირდებიან, დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფელიპე მელომ განაცხადა, რომ „ბებერ სინიორაში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა, რადგან კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში უნდა. „თუ „იუვედან“ დამირეკავენ, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშის გამო დავბრუნდები. „ბარსელონას“ დე ლიხტი სურდა, მას რონალდუმ დაურეკა და ახლა 20 წლის ასკაში „იუვეში“ თამაშობს“, – თქვა მელომ. შეგახსენებთ, რომ ფელიპე მელო „იუვენტუსის“ ღირსებას …

სრულად წაკითხვა »

ესპანური მედია: “იუვენტუსში” რონალდუმ და ბენატიამ იჩხუბეს

კრიშტიანუ რონალდუს და მეჰდი ბენატიას „იუვენტუსში“ ყოფნის პერიოდში უჩხუბიათ. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Don Diario ავრცელებს. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, 2018 წლის ზაფხულში მაროკოელსა და პორტუგალიელს შელაპარაკება იმავე წლის გაზაფხულზე ჩატარებული მატჩის გამო მოუვიდათ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბენატიამ ლუკას ვასკესი წააქცია და პენალტი რონალდუმ გაიტანა და ამ გოლით „რეალი“ ნახევარფინალში გავიდა. …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ ტურინში დაბრუნდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იტალიაში დაბრუნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი ტურინის აეროპორტში უკვე დაეშვა. რონალდუს 14 დღის განმავლობაში სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს, რის შემდგომაც შეეძლება საწვრთნელი პროცესის დაწყება. კრიშტიანუს გარდა ჯერ ისევ საზღვარგარეთ რჩება რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა დაბრუნების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

სრულად წაკითხვა »

რონალდუს ტურინში დაბრუნების თარიღი ისევ უცნობია

პორტუგალიური მედიის გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად კრიშტიანუ რონალდუ ტურინში სამშაბათს დაბრუნდებოდა, სიმართლე არ გამოდგა. ბოლო ცნობებით, რონალდუ მზადაა კერძო თვითმფრინავით მადეირადან ტურინში ჩაფრინდეს, მაგრამ ეს სამშაბათს არ მოხდება, არამედ უახლოეს დღეებში, ზუსტი თარიღი უცნობია. შეგახსენებთ, რომ რონალდუ სამშობლოში 8 მარტიდან იმყოფება. 4 მაისს კი იტალიური გუნდები ინდივიდუალურად ვარჯიშს დაიწყებენ, ხოლო …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ ტურინში სამშაბათს დაბრუნდება

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს თითქმის ორთვიანი კარანტინი მადეირაზე დასასრულს მიუახლოვდა. პორტუგალიური მედიის ცნობით, რონალდუ სამშაბათ საღამოს ტურინში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდება. შეგახსენებთ, რომ რონალდუ 8 მარტიდან იტალიაში აღარ იმყოფება. ქვეყნის პრემიერმინისტრის განკარგულებით იტალიაში 4 მაისიდან ინდივიდუალური, ხოლო 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშები განახლდება.

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “იუვეში” კონტრაქტის ბოლომდე დარჩება

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ კონტრაქტის ბოლომდე დარჩება. Tuttosport-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიიის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად და ბოლო დროს გახშირებული ხმებისა, თითქოს რონალდუ „იუვეს“ დატოვებს, პორტუგალიელი დარჩება. რონალდუს ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს თუ მისი განახლება არ მოხერხდება, ამ კონტაქტს ბოლომდე ამოწურავს. შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვეს“ 2018 წელს 105 …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ ტურინში დასაბრუნებლად მზადაა

კრიშტიანუ რონალდუ ტურინში დასაბრუნებლად მზადაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნებას აპირებს და პირადი თვითმფირნავიც მზადყოფნაშია. რონალდუ მარტის დასაწყისიდან მადეირაზე იმყოფება, მაგრამ შესაძლოა მაისის დასაწყისში „იუვენტუსმა“ საწვრთნელი პროცესი განაახლოს და კრიშტიანუც მზადაა გუნდს შეუერთდეს. აქვე გეტყვით, რომ რონალდუს გარდა რამდენიმე ფეხბურთელია იტალიიდან წასული, მირალემ პიანიჩი კი ბოსნიიდან ტურინში უკვე დაბრუნდა.

სრულად წაკითხვა »