მთავარი / სიახლეები / ესპანური მედია: “იუვენტუსში” რონალდუმ და ბენატიამ იჩხუბეს

ესპანური მედია: “იუვენტუსში” რონალდუმ და ბენატიამ იჩხუბეს

კრიშტიანუ რონალდუს და მეჰდი ბენატიას „იუვენტუსში“ ყოფნის პერიოდში უჩხუბიათ. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Don Diario ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, 2018 წლის ზაფხულში მაროკოელსა და პორტუგალიელს შელაპარაკება იმავე წლის გაზაფხულზე ჩატარებული მატჩის გამო მოუვიდათ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბენატიამ ლუკას ვასკესი წააქცია და პენალტი რონალდუმ გაიტანა და ამ გოლით „რეალი“ ნახევარფინალში გავიდა. მეჰდი კრიშტიანუს უმტკიცებდა, რომ მსაჯის დახმარებით მოიგეს, რასაც ლუზიტანელი არ დათანხმებია და კპოლემიკა სერიოზულ კონფლიქტშიც გადაზრდილა.

ინფორმაციას ცხადია ოფიციალურად არავინ ადასტურებს და მხოლოდ ესპანური გამოცემის ვერსიაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …