ალესანდრო დელ პიერომ ინსტაგრამში რონალდოს დაურეკა და წარსული გაიხსენეს. ლეგენდარული ფეხბურთელები არაერთ საკითხს შეეხნენ. რონალდომ დელ პიეროს უთხრა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებდა.
გარდა ამისა, „იუვენტუსი“ – „ინტერის“ ცნობილი დუელების შესახებაც გააკეთა კომენტარი:
“ვფიქრობ, რომ შენ, ტოტი, მალდინი, რაული და რობერტო კარლოსი „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებდით, ეს გაკლიათ.
20022 წლის 5 მაისის? ის სკუდეტო ჩვენ წავაგეთ. პირველ ადგილზე ვიყავით, „ლაციო“ უმოტივაციო იყო, მაგრამ იმ კვირაში ძალიან ბევრი უცნაური რამ მოხდა. საუბარი იყო ნესტას „ინტერში“ გადასვლაზე, როგორც გაწერილ გარიგებაზე, წავედით რომში სათამაშოდ და წავაგეთ. ეს არის ჭრილობა, რომელიც არ ქრება, ყოველ წელს ჩემი ფოტო მხვდება სოციალურ ქსელში, როდესაც სათადარიგო სკამზე ვტირი, 5 მაისი არასდროს ქრება.
იულიანოსთან შეჯახება 1998 წელს? მესმის, რომ შეცდომები ხდება, შეიძლება შეცდომა მსაჯმაც დაუშვას. „იუვენტუსს“, მოჯის, ბეტეგას, ამ ყველაფერთან საერთო არაფერი ჰქონდა, თქვენ იმ პერიოდში საოცარ ფეხბურთს თამაშობდით და „იუვეს“ არ სჭირდებოდა მსაჯების დახმარება გამარჯვებისთვის. მახსოვს, რომ ძალიან დაძაბული ატმოსფერო იყო, როგორც ცივი ომი“, – განაცხადა რონალდომ.
ამ ბოლო საკითხზე დელ პიერომაც ისაუბრა:
„ჩვენ დახმარება არ გვჭირდებოდა, იყო დაძაბულობა, არამარტო „ინტერთან“, ყველასთან, ყველა დიდი ზეწოლის ქვეშ გვაქცევდა, ყველა ეპიზოდზე განხილვა მიდიოდა, როგორც კი ერთი კონტაქტი იყო მოედანზე, პოლემიკა იწყებოდა“, – აღნიშნა ალექსმა.