ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყველა ოცნებობს და ჩემპიონობისთვის იღბალიც საჭიროა. ნიდერლანდელმა დაცვაში თამაშის მახასიათებლებზეც ისაუბრა.
„აიაქსში“ უფრო ბევრ პოზიციაზე ვთამაშობდი. 15 წლამდე შემტევი ნახევარმცველი ვიყავი, გოლებიც გამქონდა და საგოლე პასებსაც ვაკეთებდი. შემდეგ მითხრეს, რომ ჩემი კარიერისთვის ცენტრალურ მცველად თამაში უკეტესი იქნებოდა. თავიდან არ მომწონდა, მაგრამ ახლა ჩემი კარიერის განვითარებით კმაყოფილი ვარ.
ისეთ შემტევ გუნდში, როგორიც „აიაქსია“, დასაწყისი რთული იყო. ხშირად თავდამსხმელთან მარტო დარჩენა მიწევდა, იტალიაში კი თავდამსხმელის წინააღმდეგ უფრო მეტი მოწინააღმდეგეა. ეს განსხვავებულია, მაგრამ ეს გამოცდილება მეხმარება, რომ გავხდე ის, რაც დღეს ვარ. არ მეშინია ერთი-ერთზე ან სხვაგვარად თავის დაცვა. „იუვე“ იტალიის საუკეთესო გუნდია, უნდა გამარჯვება და შეტევა. სარისთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია შეტევის უკნიდან დაწყება, თამამად ბურთის ფლობა და თამაშის სურვილი. ამისთვის კარგი ტექნიკის ქონაა საჭირო.
„იუვეში“ მივხვდი, რომ უმჯობესია მეტოქის დალოდება, ვიდრე ფეხებში ჩაუვარდე, ვარდნა ლამაზია, სანახაობრივი, ყველას მოსწონს, მაგრამ ვან დეიკი ერთ-ერთია, რომელიც ამას არასდროს არ იყენებ. ეს იმიტომ ხდება, რომ სწორ ადგილას და შესაფერის ადგილზეა. ვარდნა ბოლო ვარიანტია. მცველის როლი შეიცვალა. წლების წინ მცველს უხეშადაც უნდა ეთამაშა, მთავარი ბურთი იყო,ახლა ყველაფერი უფრო სუფთაა. მნიშვნელოვანია გამბედაობაცაა, არ უნდა შეგეშინდეს. შეიძლება იყო ძლიერი, მაგრამ სითამამის გარეშე ბურთის მეტოქეს ვერასდროს წაართმევ.
ჩემპიონთა ლიგა? რწმენა მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ ყველა გუნდი მასზე ოცნებობს. ყველა ძლიერია, მაგრამ ვერავინ იტყვის ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ ყველაფეს ვაკეთებთ, ვიცით, რომ ძლიერები ვართ და ეს თამაშში უნდა დავამტკიცოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა წარმატებას იღბალიც სჭირდება, ამიტომ არ შეგვიძლია თქმა, რომ ნამდვილად მოვიგებთ, ვნახოთ“, – განაცხადა დე ლიხტმა უეფას ვებგვერდთან.