კრიშტიანუ რონალდუ ტურინში დასაბრუნებლად მზადაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნებას აპირებს და პირადი თვითმფირნავიც მზადყოფნაშია.
რონალდუ მარტის დასაწყისიდან მადეირაზე იმყოფება, მაგრამ შესაძლოა მაისის დასაწყისში „იუვენტუსმა“ საწვრთნელი პროცესი განაახლოს და კრიშტიანუც მზადაა გუნდს შეუერთდეს.
აქვე გეტყვით, რომ რონალდუს გარდა რამდენიმე ფეხბურთელია იტალიიდან წასული, მირალემ პიანიჩი კი ბოსნიიდან ტურინში უკვე დაბრუნდა.