ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფელიპე მელომ განაცხადა, რომ „ბებერ სინიორაში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა, რადგან კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში უნდა.
„თუ „იუვედან“ დამირეკავენ, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშის გამო დავბრუნდები. „ბარსელონას“ დე ლიხტი სურდა, მას რონალდუმ დაურეკა და ახლა 20 წლის ასკაში „იუვეში“ თამაშობს“, – თქვა მელომ.
შეგახსენებთ, რომ ფელიპე მელო „იუვენტუსის“ ღირსებას 2009-2011 წლებში იცავდა.