პორტუგალიური მედიის გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად კრიშტიანუ რონალდუ ტურინში სამშაბათს დაბრუნდებოდა, სიმართლე არ გამოდგა.
ბოლო ცნობებით, რონალდუ მზადაა კერძო თვითმფრინავით მადეირადან ტურინში ჩაფრინდეს, მაგრამ ეს სამშაბათს არ მოხდება, არამედ უახლოეს დღეებში, ზუსტი თარიღი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ სამშობლოში 8 მარტიდან იმყოფება. 4 მაისს კი იტალიური გუნდები ინდივიდუალურად ვარჯიშს დაიწყებენ, ხოლო 18 მაისიდან გუნდურად.