მილანის „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალვარო რეკობამ განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა შეეძლო, რადგან მილანელებთან ერთად წინადადება ტურინელებისგანაც ჰქონდა.
”ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ორი ვარიანტი ჰქონდა: „ინტერის“ და „იუვენტუსის“. 20 წლის ბიჭი ვიყავი, არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი. საბოლოოდ „ინტერში“ გადავედი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარიერა მექნებოდა“.
შემდეგ რეკობამ 2002 წლის 5 მაისი გაიხსენა, როდესაც „ნერაძური“ „ლაციოსთან“ დამარცხდა და ჩემპიონი „იუვენტუსი“ ბოლო ტურში გახდა.
„ჩვენ რომში ჩავედით, რომელიც ევროსაგზურისთვის იბრძოდა. შესანიშნავად დავიწყეთ, გავიტანეთ და კარგად ვთამაშობდით, შემდეგ როცა გაგვითანაბრეს, მეორედ დავწინაურდით, მაგრამ 2:2 შეცდომის წყალობით გაგვიხადეს. გრესკოს ბრალია? არა, ეს ყველას ბრალი იყო, ვინც იმ დღეს მოედანზე იყო. მარცხი ერთი ფეხბურთელის ბრალი არასდროსაა. 2:3 უკვე მძიმე დარტყმა იყო, მივხვდით, რომ ადვილი არ იქნებოდა. საბოლოოდ, 2:4 წავაგეთ“, – დასძინა რეკობამ.