ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს თითქმის ორთვიანი კარანტინი მადეირაზე დასასრულს მიუახლოვდა.
პორტუგალიური მედიის ცნობით, რონალდუ სამშაბათ საღამოს ტურინში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდება.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ 8 მარტიდან იტალიაში აღარ იმყოფება. ქვეყნის პრემიერმინისტრის განკარგულებით იტალიაში 4 მაისიდან ინდივიდუალური, ხოლო 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშები განახლდება.