კრიშტიანუ რონალდუს კარანტინი სრულდება და სამშაბათს ვარჯიშს კონტინასას ბაზაზე მოახერხებს. პორტუგალიელი კარანტინში 4 მაისიდან იმყოფება და შესაბამისად, ორკვირიანი პერიოდი სრულდება.
რონალდუს შემდეგ ვარჯიშის დაწყება დე ლიხტს, შჩესნის, ხედირას, მატუიდის და ბოლოს, პარასკევს, ბრაზილიელებს, დუგლას კოშტას, ალექს სანდროსა და დანილოს შეეძლებათ.
შესაბამისად, მაურიციო სარის განკარგულებაში პრაქტიკულად მთელი გუნდი იქნება, გარდა რაბიოსა და იგუაინისა, რომლებიც იტალიაში ყველაზე გვიან დაბრუნდნენ. ფრანგი ხუთშაბათს, არგენტინელი – პარასკევს.