კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ კონტრაქტის ბოლომდე დარჩება. Tuttosport-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიიის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად და ბოლო დროს გახშირებული ხმებისა, თითქოს რონალდუ „იუვეს“ დატოვებს, პორტუგალიელი დარჩება.
რონალდუს ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს თუ მისი განახლება არ მოხერხდება, ამ კონტაქტს ბოლომდე ამოწურავს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვეს“ 2018 წელს 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.