მთავარი / სიახლეები / რივალდო: “იუვეში” მესი-რონალდუს დუეტი სპონსორებს ძალიან მოეწონებათ, ეს ისტორიული იქნება”

რივალდო: “იუვეში” მესი-რონალდუს დუეტი სპონსორებს ძალიან მოეწონებათ, ეს ისტორიული იქნება”

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელი რივალდო არ გამორიცხავს, რომ ლიონელ მესი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. „ბორბას“ აზრით, ამაზე აგენტები ოცნებობენ და ბევრი სპონსორიც თანახმა იქნება.

რივალდო იმაშიც დარწმუნებულია, რომ „იუვეს“ ფინანსური რესურსის ამოღება მარკეტინგის წყალობით მოკლე დროში არ გაუჭირდება.

„მგონია, რომ აგენტები ოცნებობენ „იუვენტუსში“ მესი-რონალდუს დუეტზე. თუ ეს მოხდება, Boom-ი იქნებოდა და „იუვეც“ სწრაფად მოახერხებს მარკეტინგის მეშვეობით ინვესტიციის ამოღებას. ისტორიული იქნებოდა მათი ერთად ხილვა და ვფიქრობ, რომ ბევრი სპონსორისთვის ეს კარგი სცენარია. შესაბამისად, ეს შესაძლებლობა არსებობს“, – თქვა რივალდომ.

ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და გავრცლეებული ინფორმაციით, კლუბის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …